საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 15-24 აპრილს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს 33-ე ჩემპიონატი 10, 14 და 18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის უმაღლესი ლიგა გაიმართა.
სისტემა და კვალიფიკაცია:
- ტურნირი ჩატარდა ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.
- დაითვალა ფიდეს რეიტინგი.
დროის კონტროლი:
ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე
(პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.
ღონისძიებაში საქართველოს მასშტაბით 164 მოჭადრაკე ასპარეზობდა, მათ შორის აჭარიდან მონაწილეობდა 9 სპორტსმენი:
- ლულუ დიასამიძე (18 წლამდე გოგონათა შორის)
- ლიზი ვასაძე (18 წლამდე გოგონათა შორის)
- გიორგი ჭანტურია (18 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- მარიამ კალანდაძე (14 წლამდე გოგონათა შორის)
- ალექსანდრე ვასაძე (14 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- სანდრო გოგუაძე (14 წლადმე ჭაბუკთა შორის)
- მარიამ გოგუაძე (10 წლამდე გოგონათა შორის)
- ილია აბულაძე (10 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- ალექსანდრე კალანდაძე (10 წლამდე ჭაბუკთა შორის)
აღსანიშავია, რომ ლულუ დიასამიძემ (მწვრთნელი – გიგა ყუფარაძე) 18 წლამდე გოგონათა შორის 9-დან 7 ქულით საქართველოს ჩემპიონის ტიტული და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა!
14 წლამდე გოგონათა შორის კი 9-დან 7.5 ქულით I-III ადგილები გაიყო და კოეფიციენტით მეორე ადგილზე გავიდა მარიამ კალანდაძე (მწვრთნელი – თენგიზ დიდმანიძე), რომელმაც ასევე ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.