ლულუ დიასამიძე ბრინჯაოს მედლის მფლობელია

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 18-27 იანვარს, ქ. თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ჩემპიონატი – U20 “კახი ჩიგოგიძის თასი” გაიმართა.

ტურნირი ჩატარდა ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. დროის კონტროლი: ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

გოგონათა შორის 9-იდან 7-7 ქულით პირველობა გაინაწილეს ანასტასია კირთაძემ და ნია დონღავნმა. ჩემპიონის ტიტული და მსოფლიო ჩემპიონატის საგზური პირად შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვების ხარჯზე ანასტასია კირთაძემ მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ 9-დან 6 ქულით მესამე ადგილზე გავიდა აჭარის წარმომადგებნელი ლულუ დიასამიძე.

ჭაბუკთა შორისაც ტურნირის გამარჯვებული პირადმა შეხვედრამ გამოავლინა.

9-იდან 7,5-7,5 ქულა დააგროვეს დენიელ საფაროვმა და აკაკი ყალიჩავამ, დამატებითი მაჩვენებლებით კი ჩემპიონობა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზური საფაროვმა მოიპოვა. მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი ნიკოლოზ შამათავას ერგო.