ირაკლი ახვლედიანის წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე

იტალიის ქალაქ ლეჩეში 3–9 აგვისტოს ბაროკოს IV საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი — „4° Festival Scacchistico Internazionale del Barocco“ გაიმართა.

ტურნირი ჩატარდა ორ კატეგორიად: A ჯგუფი განკუთვნილი იყო 1750 და მეტი რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებისთვის, ხოლო B ჯგუფი — 1400-1800 რეიტინგის მქონე მოთამაშეებისთვის. ორივე კატეგორია შეჯიბრება 7-ტურად შვეიცარიული სისტემით გაიმართა, დროის კონტროლით — 90 წუთი 30 წამის დამატებით.

ბათუმელმა მოჭადრაკემ ირაკლი ახვლედიანმა 7-დან 6 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა!

A კატეგორიის გამარჯვებული სამეული:

  1. ახვლედიანი ირაკლი (საქართველო) 6 ქულა
  2. რედზიშ მიხალ (პოლონეთი) 5 ქულა
  3. ლაკეტიჩ გოიკო (სერბეთი) 4.5 ქულა

B კატეგორიის გამარჯვებული სამეული:

  1. ვალენტინი იაკოპო (იტალია) 5 ქულა
  2. დელა როკა ჯორჯო (იტალია) 4 ქულა
  3. ბლევე უგო (იტალია) 4 ქულა