ერთდროული თამაშის სეანსი მსოფლიოს ჩემპიონებთან

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის და ვეტერანთა კლუბ ”ნონა”-ს მხარდაჭერით, 8 ივნისს, ბაღისა და სკოლის აღსაზრდელებისთვის ერთდროული თამაშის სეანსი გამართეს მსოფლიოს ჩემპიონებმა კლასიკურ და სწრაფ ჭადრაკში მარიამ და ანა მუზიჩუკებმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა სკოლების და ბათუმის ბაღის აღსაზრდელები 100-მდე ბავშვი, რომელთაგანაც 15 ჩაერთო საჭადრაკო პაექრობაში. ჩემპიონებმა თხუთმეტივე პარტია გამარჯვებით დაასრულეს.

დებ მუზიჩუკებს კარიერული წინსვლა უსურვეს და ფასიანი საჩუქრები გადასცეს აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა სალომე მელიამ, ბათუმის ბულვარის დირექტორმა ლაშა მიქელაძემ და მოადგილეებმა: სოფიო ლაზიშვილმა და სოფიკო გუჯაბიძემ.

ღონისძიების ფოტო კოლაჟი: