საკლუბო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპში ათმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ჩემპიონატი მონაკოს საჭადრაკო კლუბის ‘ Cercle d’Echecs de Monte-Carlo’-ს დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა! აღსანიშნავია, რომ გუნდის ერთ-ერთი წევრი ქართველი მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე იყო.
კლუბის წევრები დაფების მიხედვით:
- ალექსანდრა გორიაჩკინა (რუსეთი)
- ნანა ძაგნიძე (საქართველო)
- პია კრამლინგი (შვედეთი)
- ელისაბედ პაეცი (გერმანია)
- მონიკა სოკო (პოლონეთი)
I-IV ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცემა ფულადი პრიზები:
I ადგილი – Team- Cercle d’Echecs de Monte-Carlo (მონაკო) 2500 ევრო,
II ადგილი – UGRA (რუსეთი) 2000 ევრო,
III ადგილი – GAMBIT Volgograd (რუსეთი) 1500 ევრო
IV ადგილი – Poland Hussars (პოლონეთი) 1000 ევრო.
ასევე მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ ინდივიდუალურად დაფების მიხედვით:
I დაფის საუკეთესო მოთამაშეები:
- გუნინა ვალენტინა ( GAMBIT Volgograd ) 7/9 ქულა
- ზავაძკა ჟოლანტა (Poland Hussars) 6,5 / 9 ქულა
- მამადზადა გუნაი (Odlar Yurdu) 5,5 / 9 ქულა.
II დაფის საუკეთესო მოთამაშეები:
- კაშლინსკაია ალინა (Clichy-Echecs-92) 6.5 / 9 ქულა
- გირია ოლგა (UGRA) 5/8 ქულა
- ძაგნიძე ნანა (Cercle d’Echecs de Monte-Carlo) 5/8 ქულა
III დაფის საუკეთესო მოთამაშეები:
- პაპ პეტრა (Hello Sakk) 4/7 ქულა
- დაულეტოვა გულმირი (TREMBLAY EN FRANCE) 5/9 ქულა
- ბადელკა ოლგა (UGRA) 4/7 ქულა
IV დაფის საუკეთესო ქულის მქონე მოთამაშეები:
- დორჯიევა დინარა (UGRA) 7/9 ქულა
- ანტოლაკ ჯულია (Poland Hussars) 4,5 / 7 ქულა
- პაეტც ელისაბედი (Cercle d’Echecs de Monte-Carlo) 4,5 / 7 ქულა
საუკეთესო სარეზერვო მოთამაშეები (დაფა 5):
- ბუკსა ნატალია (Kyiv Chess Federation – Greco) 5,5 / 8 ქულა
- ამბარცუმოვა კარინა (SK Schwäbisch Hall) 5/7 ქულა
- ფატალიევა ულვია (Odlar Yurdu) 2.5 / 5 ქულა
ქართული ჭადრაკის გულშემატკივრებისთვის დასანანია, რომ მრავალწლიანი გამარჯვებების შემდეგ ტურნირში არ მიუღია მონაწილეობა ბათუმის საჭადრაკო კლუბ ”ნონას”. იმედია, 2021 წლიდან ქართული კლუბები კვლავ იბრძოლებენ ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად.