17-30 მარტს, მონტენეგროში, რიგით 23-ე ევროპის ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატი გაიმართება.
ტურნირი ჩატარდება შვეიცარიული სისტემით 11 ტურად. დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე + 30 წუთი, ყოველ სვლაზე 30 წამის მატებით.
ღონისძიებაში მონაწილეობს 136 მოთამაშე 34 ევროპული ფედერაციიდან.
საქართველოდან მონაწილეობს 8 მადნილოსანი:
- ბელა ხოტენაშვილი
- ლელა ჯავახიშვილი
- მერი არაბიძე
- სალომე მელია
- ლილე ქორიძე
- ელენე წოწონავა
- ნია დონღვანი
- დიანა ლომაია
ღონისძიების გახსნის ცერემონია საქართველოს დროით გაიამრთება 17 მარტს 23:00-საათზე, ხოლო პირველი ტური დაიწყება 18 მარტს 18:00-საათზე. პარტიების პირდაპირი ჩვენება ანტიჩითინგის წესებიდან გამომდინარე დაიწყება 15 წუთის დაგვიანებით, 18:15 საათიდან.
ადგილი | პრიზი | ადგილი | პრიზი |
1 | 10000 € | 11 | 1500 € |
2 | 8000 € | 12 | 1500 € |
3 | 7000 € | 13 | 1000 € |
4 | 6000 € | 14 | 1000 € |
5 | 5000 € | 15 | 1000 € |
6 | 4000 € | 16 | 1000 € |
7 | 3000 € | 17 | 1000 € |
8 | 2500 € | 18 | 1000 € |
9 | 2000 € | 19 | 1000 € |
10 | 1500 € | 20 | 1000 € |