ზურაბ აზმაიფარაშვილი ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტად ხელახლა აირჩიეს!

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ევროპის საჭადრაკო კავშირის (ECU) 2026 წლის გენერალური ასამბლეა გაიმართა. ზურაბ აზმაიფარაშვილი 4 წლის ვადით მესამედ აირჩიეს ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტად!

გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მას ნდობა 35-მა ევროპულმა ფედერაციამ გამოუცხადა, ხოლო მისმა მეტოქემ, პოლონეთის წარმომადგენელმა, ლუკაშ ტურლეიმ, 11 ფედერაციის მხარდაჭერა მიიღო. შედეგად, ქართველი დიდოსტატი ევროპის საჭადრაკო კავშირს 2030 წლამდე უხელმძღვანელებს!

ფოტოკოლაჟი: