ევროპის სასკოლო ჩემპიონატი ქართველების ტრიუმფით დასრულდა!

საბერძნეთის კუნძულ როდოსზე, 20-დან 30 აპრილის ჩათვლით, როდოსის საჭადრაკო ფესტივალის ფარგლებში, 7-დან 17 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის ევროპის სასკოლო ჩემპიონატი გაიმართა.

ღონისძიებაში 9,11 და 13 წლამდე კატეგორიებში, რომელიც ჩატარდა შვეიცარული სისტემით 9 ტურად, საქართველოდან 11 სპორტსმენი მონაწილეობდა. აქედან 2 აჭარის რეგიონს წარმოადგენდა და აღსანიშნავია, რომ ორივემ მოიპოვა საპრიზო ადგილი! დელეგაციას ხელმძღვანელობდა საერთაშორისო დიდოსტატი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი – დავით ჯოჯუა!

9 წლამდე გოგონათა შორის III ადგილზე გავიდა ბარბარე შონია

11 წლამდე გოგონათა შორის III ადგილზე გავიდა ანასტასია ქუთათელაძე

11 წლამდე ჭაბუკთა შორის II ადგილზე გავიდა გაბრიელ გაბადაძე

13 წლამდე გოგონათა შორიკი სამივე საპრიზო ადგილი ქართველი გოგონების მონაპოვარშია!

ანასტასია კირთაძემ 9-დან 8.5 ქულით ოქროს მედალი მოიპოვა!

მარიამ ცეცხლაძე 9-დან 6.5 ქულით ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა!

კესარია მგელაძე კი 9-დან 6 ქულით და საუკეთესო კოეფიციენტით ბრინჯაოს მედალს დაეუფლა!

აღსანიშნავია, რომ საქართველომ გუნდურ ჩათვლაში III ადგილი დაიკავა.