ქართველების წარმატებული გამოსვლა ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატზე

6-14 ნოემბერს, ანტალიაში (თურქეთი), 8, 10, 12, 14, 16 და 18 წლამდე ასაკი ჭაბუკთა და გოგონათა შორის ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატი გაიმართა.

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად ჩატარდა, დროის კონტროლი: 90 წთ. 40 სვლაზე, შემდეგ 30 წთ. პარტის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წმ-ის დამტებით.

ჩემპიონატში მონაწილეობდა 46 ქვეყნის 1000 მოჭადრაკე. საქართველოდან ღონისძიებაში ჩართული იყო 18 სპორტსმენი, მათ შორის კი იყვნენ ბათუმელი გოგონებიც:

  • ანეტა ქედელიძე (U10 Girls) 9-დან 5 ქულა;
  • კესარია მგელაძე (U12 Girls) 9-დან 6.5 ქულა;
  • მარიამ კალანდაძე (U12 Girls) 9-დან 6 ქულა;
  • მარიამ ცეცხლაძე (U14 Girls) 9-დან 7 ქულა

10 წლამდე ჭაბუკთა შორის 9-დან 7 ქულით ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ქუთაისელი გაბრიელ გაბადაძე!

აჭარის წარმომადგენლებიდან საპრიზო ხუთეულში გავიდნენ:

14 წლამდე გოგონათა შორის 9-დან 7 ქულით II-IV ადგილები გაიყო და კოეფიციენტით IV ადგილზე გავიდა მარიამ ცეცხლაძე;

12 წლამდე გოგონათა შორის 9-დან 6.5 ქულით IV ადგილი დაიკავა კესარია მგელაძემ.