6-14 ნოემბერს, ანტალიაში (თურქეთი), 8, 10, 12, 14, 16 და 18 წლამდე ასაკი ჭაბუკთა და გოგონათა შორის ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატი გაიმართა.
ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად ჩატარდა, დროის კონტროლი: 90 წთ. 40 სვლაზე, შემდეგ 30 წთ. პარტის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წმ-ის დამტებით.
ჩემპიონატში მონაწილეობდა 46 ქვეყნის 1000 მოჭადრაკე. საქართველოდან ღონისძიებაში ჩართული იყო 18 სპორტსმენი, მათ შორის კი იყვნენ ბათუმელი გოგონებიც:
- ანეტა ქედელიძე (U10 Girls) 9-დან 5 ქულა;
- კესარია მგელაძე (U12 Girls) 9-დან 6.5 ქულა;
- მარიამ კალანდაძე (U12 Girls) 9-დან 6 ქულა;
- მარიამ ცეცხლაძე (U14 Girls) 9-დან 7 ქულა
10 წლამდე ჭაბუკთა შორის 9-დან 7 ქულით ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ქუთაისელი გაბრიელ გაბადაძე!
აჭარის წარმომადგენლებიდან საპრიზო ხუთეულში გავიდნენ:
14 წლამდე გოგონათა შორის 9-დან 7 ქულით II-IV ადგილები გაიყო და კოეფიციენტით IV ადგილზე გავიდა მარიამ ცეცხლაძე;
12 წლამდე გოგონათა შორის 9-დან 6.5 ქულით IV ადგილი დაიკავა კესარია მგელაძემ.