ლელა ჯავახიშვილი ბრინჯაოს მედალოსანია!

საბერძნეთის როდოსში, 29 აპრილს, ევროპის ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

ტურნირში მონაწილეობდა 35 ევროპული ფედერაციის 183 მოთამაშე.

ღონისძიება ჩატარდა შვეიცარიული სისტემით 10 ტურად, დროის კონტროლით 90 წუთი 40 სვლაზე + 30 წუთი თამაშის დანარჩენისთვის პირველი სვლიდან დაწყებული ყოველი სვლისთვის 30 წამის დამატებით. საპრიზო ფონდი 60 000 ევროს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ ლელა ჯავახიშვილმა და ნინო ბაციაშვილმა 10 შესაძლებლობიდან 7,5 ქულით II – IX ადგილები გაინაწილეს. დამატებითი მაჩვენებლებით ბრინჯაოს მედალი ლელას ერგო, ნინო კი მეოთხეზე გავიდა. ორივე მათგანმა მსოფლიო თასზე ასპარეზობის უფლებაც მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ სარეიტინგო ქულების მატება აქვთ: კესარია მგელაძეს, მარიამ ცეცხლაძეს და ანასტასია კირთაძეს. ასევე კესარიამ და ანასტასიამ ქალთა საერთაშორისო ოსტატის პირველი ნორმატივიც შეასრულეს!

ქართველ მონაწილეთა ტექნიკური შედეგები:

  • 3. ლელა ჯავახიშვილი (2447) 7,5 ქულა; +8 სარეიტინგო ქულა;
  • 4. ნინო ბაციაშვილი (2445) 7,5 ქულა; +2 სარეიტინგო ქულა;
  • 23. სალომე მელია (2322) 6,5 ქულა; +3 სარეიტინგო ქულა;
  • 61. ანასტასია კირთაძე (2044) 5,5 ქულა; +98 სარეიტინგო ქულა;
  • 93. მარიამ ჯანიაშვილი ( 1964) 5 ქულა; +53 სარეიტინგო ქულა;
  • 106. კესარია მგელაძე (2094) 4,5 ქულა; + 86 სარეიტინგო ქულა;
  • 111. ნია დონღვანი (2028) 4,5 ქულა; +42 სარეიტინგო ქულა;
  • 115.დიანა ლომაია (2005) 4,5 ქულა; + 17 სარეიტინგო ქულა;
  • 117. მარიამ ცეცხლაძე (1955) 4,5 ქულა; +90 სარეიტინგო ქულა;
  • 119. თამარ ესაძე (1965) 4,5 ქულა;+29 სარეიტინგო ქულა;
  • 124. ლილე ქორიძე (2121) 4,5 ქულა; -22 სარეიტინგო ქულა;
  • 130. ბელა ხოტენაშვილი (2454) 4 ქულა; – 35 სარეიტინგო ქულა.