საბერძნეთის როდოსში, 29 აპრილს, ევროპის ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ტურნირში მონაწილეობდა 35 ევროპული ფედერაციის 183 მოთამაშე.
ღონისძიება ჩატარდა შვეიცარიული სისტემით 10 ტურად, დროის კონტროლით 90 წუთი 40 სვლაზე + 30 წუთი თამაშის დანარჩენისთვის პირველი სვლიდან დაწყებული ყოველი სვლისთვის 30 წამის დამატებით. საპრიზო ფონდი 60 000 ევროს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ ლელა ჯავახიშვილმა და ნინო ბაციაშვილმა 10 შესაძლებლობიდან 7,5 ქულით II – IX ადგილები გაინაწილეს. დამატებითი მაჩვენებლებით ბრინჯაოს მედალი ლელას ერგო, ნინო კი მეოთხეზე გავიდა. ორივე მათგანმა მსოფლიო თასზე ასპარეზობის უფლებაც მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ სარეიტინგო ქულების მატება აქვთ: კესარია მგელაძეს, მარიამ ცეცხლაძეს და ანასტასია კირთაძეს. ასევე კესარიამ და ანასტასიამ ქალთა საერთაშორისო ოსტატის პირველი ნორმატივიც შეასრულეს!
ქართველ მონაწილეთა ტექნიკური შედეგები:
- 3. ლელა ჯავახიშვილი (2447) 7,5 ქულა; +8 სარეიტინგო ქულა;
- 4. ნინო ბაციაშვილი (2445) 7,5 ქულა; +2 სარეიტინგო ქულა;
- 23. სალომე მელია (2322) 6,5 ქულა; +3 სარეიტინგო ქულა;
- 61. ანასტასია კირთაძე (2044) 5,5 ქულა; +98 სარეიტინგო ქულა;
- 93. მარიამ ჯანიაშვილი ( 1964) 5 ქულა; +53 სარეიტინგო ქულა;
- 106. კესარია მგელაძე (2094) 4,5 ქულა; + 86 სარეიტინგო ქულა;
- 111. ნია დონღვანი (2028) 4,5 ქულა; +42 სარეიტინგო ქულა;
- 115.დიანა ლომაია (2005) 4,5 ქულა; + 17 სარეიტინგო ქულა;
- 117. მარიამ ცეცხლაძე (1955) 4,5 ქულა; +90 სარეიტინგო ქულა;
- 119. თამარ ესაძე (1965) 4,5 ქულა;+29 სარეიტინგო ქულა;
- 124. ლილე ქორიძე (2121) 4,5 ქულა; -22 სარეიტინგო ქულა;
- 130. ბელა ხოტენაშვილი (2454) 4 ქულა; – 35 სარეიტინგო ქულა.