აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 25 ივლისს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში, “ბათუმი -2023”-ის საჭადრაკო ფესტივალის ფარგლებში ელვისებურ ჭადრაკში ”გია მახარაძის თასი” გაიმართა.
ტურნირის ფინანსური მხარდამჭერები:
- ქ. ბათუმის მერია;
- ბათუმის სპორტული ცენტრი;
- აჭარის სპორტის დეპარტამენტი.
ჩემპიონატი ჩატარდა ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად. დროის კონტროლი: 3 წუთი პარტიის ბოლომდე, თითოეულ სვალაზე 2 წამის დამატებით.
ღონისძიებაში მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნის 92 მოჭადრაკე.
ტურნირის გამარჯვებული და გია მახარაძის სახელობის თასის მფლობელი 9-დან 8.5 ქულით საერთაშორისო ოსტატი ნოდარ ლორთქიფანიძე გახდა!
საპრიზო სამეული:
- ნოდარ ლორთქიფანიძე (9-დან 8.5 ქულა)
- დიმიტრი სვეტლოვი (9-დან 8 ქულა)
- გაიოზ ნიგალიძე (9-დან 7 ქულა)
ქალთა შორის პირველი ადგილი კესარია მგელაძემ დაიკავა! (9-დან 7 ქულა)
გია მახარაძის წარმომავლობიდან გამომდინარე, ტურნირში დაწესებული იყო სპეციალური პრიზი, რომელიც ხულოს რაიონიდან საუკეთესო შედეგის მქონე სპორტსმენს გადაეცემოდა. ამ ნომინაციის გამარჯვებული 9-დან 4.5 ქულით ირაკლი ართმელაძე გახდა!
ფესტივალის დაჯილდოების ცერემონია 28 ივლისს 16:00 საათზე მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში გაიმართება.
გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან დიპლომითა და მედლით, ჩემპიონი ასევე თასით.
ფულადი ჯილდო:
I ადგილი – 300 ლარი
II ადგილი – 200 ლარი
III ადგილი – 150 ლარი
I ადგილი ქალთა შორის – 150 ლარ
ღონისძიების ფოტოკოლაჟი: