განცხადება

აჭარის ჭადრაკის ფედერაცია გაცნობებთ, რომ ბათუმი მასპინძლობს ევროპის ქალთა ინდივიდუალურ ჩემპიონატს ჭადრაკში, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას.

აღნიშნული ჩემპიონატის გამო, ფედერაციის სპორტულ ღონისძიებათა კალენდრის თანახმად 2026 წლის 6–7 ივნისს, დაგეგმილი საკვალიფიკაციო ტურნირი გადაიდება და ჩატარდება სხვა თარიღებში.

ტურნირის ჩატარების განახლებული თარიღის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ოფიციალურ ვებ გვერდზე.