აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 19 – 20 აგვისტოს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში “შავი ზღვის დელფინი – 2023”-ის საჭადრაკო ფესტივალის ფარგლებში ელვისებურ ჭადრაკში ჩემპიონატები გაიმართა.
ტურნირის ფინანსური მხარდამჭერი:
- აჭარის სპორტის დეპარტამენტი
ჩემპიონატები ჩატარდა ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად. დროის კონტროლი: 3 წუთი პარტიის ბოლომდე, თითოეულ სვალაზე 2 წამის დამატებით.
ღონისძიებაში მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნის 100-მდე მოჭადრაკე.
8 წლამდე ღია ტურნრის გამარჯვებულნი:
- ალექსანდრე ბერიშვილი (7-დან 7 ქულა)
- ანდრია აკოფაშვილი (7-დან 5 ქულა)
- გიორგი კვარაცხელია (7-დან 5 ქულა)
8 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებული:
- ევა სოსელია (7-დან 4 ქულა)
10 წლამდე ღია ტურნირის გამარჯვებულნი:
- მანუელ ბარსეღიან (7-დან 7 ქულა)
- ალექსანდრე აკოფაშვილი (7-დან 6 ქულა)
- რატი დიასამიძე (7-დან 5 ქულა)
10 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებული:
- ნინო ბოლქვაძე (7-დან 3ქულა)
12 წლამდე ღია ტურნირის გამარჯვებულნი:
- შოთა დოლიძე (7-დან 5.5 ქულა)
- ანეტა ქედელიძე (7-დან 5 ქულა)
- დავით ბერიშვილი (7-დან 5 ქულა)
12 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებული:
- ლიკა ჩხარტიშვილი (7-დან 5.5 ქულა)
ღია ელვისებური ტურნირის გამარჯვებულნი:
- ბულატ ხალიკოვ (7-დან 6 ქულა)
- ჟანნი ლაჟევსკაია (7-დან 5.5 ქულა)
- ზვიად ქამადაძე (7-დან 5 ქულა)
ღია ელვისებური ტურნირის გამარჯვებული ქალთა შორის:
- კსენია ბოდნარუკ (7-დან 5 ქულა)
ფესტივალის დაჯილდოების ცერემონია 21 აგვისტოს, 16:00 საათზე მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში გაიმართება.
გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან დიპლომითა და მედლით, ჩემპიონი ასევე თასით.
ასაკობრივ ტურნირებში გამარჯვებული სამეული და 1 საუკეთესო შედეგის მქონე გოგონა ასევე დაჯილდოვდება ფასიანი საჩუქრით.
ღია ბლიც ტურნირში გამარჯვებული სამული და 1 საუკეკთესო შედეგის მქონე ქალთა შორის კი დაჯილდოვდება ფულადი ჯილდოთი:
I ადგილი – 300 ლარი
II ადგილი – 200 ლარი
III ადგილი – 150 ლარი
I ადგილი ქალთა შორის – 150 ლარი
ღონისძიების ფოტოკოლაჟი: