საერთაშორისო დიდოსტატმა ნინო ბაციაშვილმა მონაკოში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე სწრაფ ჭადრაკში III-VIII ადგილები გაინაწილა, დამატებითი მაჩვენებლით წილად ხვდა IV ადგილი.
ტურნირში სულ 3 ქართველი ღებულობდა მონაწილეობას: მაია ჩიბურდანიძემ 6,5 ქულა დააგროვა და III შედეგი აჩვენა 50+ მოჭადრაკეთა შორის, ხოლო ნონა გაფრინდაშვილი 6 ქულით საუკეთესო იყო 65+ მოჭადრაკეებში.
ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართა და 25 ქვეყნის 103 მონაწილეს მოუყარა თავი.