ბათუმლების წარმატება საქართველოს ჩემპიონატზე სწრაფ ჭადრაკში!

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 25-28  იანვარს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში, საქართველოს ვაჟთა და ქალთა ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში ‘ნანა იოსელიანის თასი-2023‘ გაიმართა.

ტურნირები ფიდე-ს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად ჩატარდა, ითვლებოდა ფიდე-ს რეიტინგი. დროის კონტროლი: 15 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 10 წამის დამატებით.

ღია ტურნირში მონაწილეობას ღებულობდა 21 მოჭადრაკე.

აღსანიშნავია, რომ ბათუმელმა მოჭადრაკემ გაიოზ ნიგალიძემ 9-დან 6.5 ქულა დააგროვა და პირველი – მეორე ადგილები გაინაწილა, დამატებითი მაჩვენებლებით კი მას მეორე ადგილი ხვდა წილად! მეორე ბათუმელმა სპორტსმენმა ირაკლი ახვლედიანმა 9-დან 4.5 ქულა დააგროვა და მე-15 ადგილს დასჯერდა.

ღია კატეგორიის საბოლოო შედეგი:

ქალთა შორის შეჯიბრებაში 17 მანდილოსანი ასპარეზობდა.

აღსანიშნავია, რომ ბათუმელმა მირანდა მიქაძემ 9-დან 6 ქულა დააგროვა და მესამე ადგილის მფლობელი გახდა!

ტურნირში ასევე ასპარეზობდა მარიამ ცეცხლაძე, რომელმაც 9-დან 2.5 ქულა დააგროვა.

ქალთა შორის საბოლოო შედეგბი: