‘’ბათუმის თასი’’ ჟურნალისტებს შორის

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 3 დეკემბერს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში, ‘’ბათუმის თასი’’ ჟურნალისტებს შორის გაიმართება.

ჩატარების სისტემა:
ჩემპიონატი ჩატარდება ელვისებურ ჭადრაკში, ფიდეს წესებით, შვეიცარული ან
წრიული სისტემით 7 ტურად.

მონაწილენი:
ჟურნალისტები აჭარის ყველა რაიონიდან.

დროის კონტროლი:
თითოეულ მონაწილეს მიეცემა 5 წუთი 2 წამის დამატებით.

რეგისტრაცია:

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 3 დეკემბრის 16:00 საათამდე.

სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/32RY8ehVTYwvLSPo6

დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში მონაწილის ტურნირში დაშვებას
წყვიტავს ორგანიზატორი.

საკონტაქტო ტელ: 599 069497

ტურნირის განრიგი:
ტურნირის გახსნა – 3 დეკემბერი 17:30 სთ.
1 ტური – 18:00 სთ. ყოველი მომდევნო ტური დაიწყება თითოეული ტურის
დასრულების შემდეგ.

გამარჯვებულები:
I, II, III საპრიზო ადგილზე გასული მონაწილეები და 1 საუკეთესო მანდილოსანი, დაჯილდოვდება მედლებით, დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით, ჩემპიონი კი აგრეთვე თასით.
ტურნირის ყველა მონაწილეს გადაეცემა სიმბოლური საჩუქარი.

ტურნირის დირექტორი – საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია