ბათუმელი კესარია მგელაძე 12 წლამდე გოგონათა შორის საქართველოს ჩემპიონია!

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 26 მაისიდან – 4 ივნისის ჩათვლით, თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ჩემპიონატი 8 და 12 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართა.

ტურნირები შვეიცარული სისტემით 9 ტურად ჩატარდა, ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

აჭარიდან მონაწილეობდა 7 მოწადრაკე:

  • კესარია მგელაძე (7.5 ქულა) U12
  • მარიამ კალანდაძე (5.5 ქულა) U12
  • ანეტა ქედელიძე (5 ქულა) U12
  • დემეტრე გოგიაშვილი (6 ქულა) U12
  • შოთა ცეცხლაძე (5.5 ქულა) U12
  • ალექსანდრე კალანდაძე (6 ქულა) U8
  • ილია აბულაძე (5 ქულა) U8

12 წლამდე გოგონათა შორის ბათუმელი კესარია მგელაძე 9-დან 7.5 ქულით ოქროს მედლის მფლობელი და  საქართველოს ჩემპიონი გახდა! მწვრთნელები – ნოდარ ლორთქიფანიძე და ნუკრი მანაგაძე

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კესარიამ ჩემპიონობასთან ერთად ევროპის ჩემპიონატის საგზურიც მოიპოვა.