საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 26 მაისიდან – 4 ივნისის ჩათვლით, თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ჩემპიონატი 8 და 12 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართა.
ტურნირები შვეიცარული სისტემით 9 ტურად ჩატარდა, ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.
აჭარიდან მონაწილეობდა 7 მოწადრაკე:
- კესარია მგელაძე (7.5 ქულა) U12
- მარიამ კალანდაძე (5.5 ქულა) U12
- ანეტა ქედელიძე (5 ქულა) U12
- დემეტრე გოგიაშვილი (6 ქულა) U12
- შოთა ცეცხლაძე (5.5 ქულა) U12
- ალექსანდრე კალანდაძე (6 ქულა) U8
- ილია აბულაძე (5 ქულა) U8
12 წლამდე გოგონათა შორის ბათუმელი კესარია მგელაძე 9-დან 7.5 ქულით ოქროს მედლის მფლობელი და საქართველოს ჩემპიონი გახდა! მწვრთნელები – ნოდარ ლორთქიფანიძე და ნუკრი მანაგაძე
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კესარიამ ჩემპიონობასთან ერთად ევროპის ჩემპიონატის საგზურიც მოიპოვა.