ბათუმელი დეა ბედოშვილი 18 წლამდე გოგონათა შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა!

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 9-დან 18 აპრილის ჩათვლით, თბილისის ჭადრაკის სასახლეში, საქართველოს ჩემპიონატი 14 და 18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართა.

ტურნირები შვეიცარული სისტემით 9 ტურად ჩატარდა, ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

აჭარიდან მონაწილეობდა 11 მოწადრაკე:

  • დეა ბედოშვილი (7 ქულა) U18
  • კესარია მგელაძე (4 ქულა) U18
  • გოგა ლორთქიფანიძე (4 ქულა) U18
  • გიორგი გოგიაშვილი (4.5 ქულა) U14
  • გიორგი ჭანტურია (4.5 ქულა) U14
  • დემეტრე გოგიაშვილი (4 ქულა) U14
  • ლულუ დიასამიძე (5.5 ქულა) U14
  • მარიამ ცეცხლაძე (5.5 ქულა) U14
  • მარიამ კალანდაძე ( 5.5 ქულა) U14
  • თიკო ბერაია (5 ქულა) U14
  • ანეტა ქედელიძე (3 ქულა) U14

18 წლამდე გოგონათა შორის ბათუმელი დეა ბედოშვილი 9-დან 7 ქულით ოქროს მედლის მფლობელი და საქართველოს ჩემპიონი გახდა! მწვრთნელი – ლეონიდ ნეურონოვი

14 წლამდე გოგონებში, ჩვენებურებმა III-VII ადგილები გაინაწილეს, კოეფიციენტით კი საპრიზო მესამე ადგილი თბილისელ მართა სორდიას შეხვდა.