საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 9-დან 18 აპრილის ჩათვლით, თბილისის ჭადრაკის სასახლეში, საქართველოს ჩემპიონატი 14 და 18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართა.
ტურნირები შვეიცარული სისტემით 9 ტურად ჩატარდა, ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.
აჭარიდან მონაწილეობდა 11 მოწადრაკე:
- დეა ბედოშვილი (7 ქულა) U18
- კესარია მგელაძე (4 ქულა) U18
- გოგა ლორთქიფანიძე (4 ქულა) U18
- გიორგი გოგიაშვილი (4.5 ქულა) U14
- გიორგი ჭანტურია (4.5 ქულა) U14
- დემეტრე გოგიაშვილი (4 ქულა) U14
- ლულუ დიასამიძე (5.5 ქულა) U14
- მარიამ ცეცხლაძე (5.5 ქულა) U14
- მარიამ კალანდაძე ( 5.5 ქულა) U14
- თიკო ბერაია (5 ქულა) U14
- ანეტა ქედელიძე (3 ქულა) U14
18 წლამდე გოგონათა შორის ბათუმელი დეა ბედოშვილი 9-დან 7 ქულით ოქროს მედლის მფლობელი და საქართველოს ჩემპიონი გახდა! მწვრთნელი – ლეონიდ ნეურონოვი
14 წლამდე გოგონებში, ჩვენებურებმა III-VII ადგილები გაინაწილეს, კოეფიციენტით კი საპრიზო მესამე ადგილი თბილისელ მართა სორდიას შეხვდა.