აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ბათუმის ბულვარში არსებულ ვეტერანთა კლუბთან ”ნონა” 1 ივნისს 16:00 საათიდან საჭადრაკო აქტივობები გაიმართა.
ამხანაგური მატჩები ითამაშეს აჭარის ასაკობრივი ჩემპიონატების პრიზიორებმა. გუნდები დაკომპლექტებული იყო 5-5 სპორტსმენისგან. თითოეულ გუნდს ყავდა ლიდერი და დაერქვა სახელი.
დროის კონტროლი: თითოეულ გუნდს მიეცა 15 წუთი პარტიის ბოლომდე.
”პაიკებისა” და ”ლაზიერის” ორთაბრძოლა, ”პაიკების” გამარჯვებით დასრულდა!
ამხანაგური მატჩის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სამახსოვრო საჩუქრებით.
გუნდი “პაიკი”-ს შემადგენლობა:
- ლულუ დიასამიძე (ლიდერი)
- მარიამ კალანდაძე
- გიორგი გოგიაშვილი
- შოთა დოლიძე
- ანეტა ქედელიძე
გუნდი “ლაზიერი”-ს შემადგენლობა:
- ალექსანდრე მსხალაძე (ლიდერი)
- ირაკლი ყურშუბაძე
- დემეტრე გოგიაშვილი
- მირიან ბერიძე
- დეა ბედოშვილი