აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 21-25 ივლისს, ჭადრაკის ყოფილ სასახლეში ”კაისა” მიმდინარეობდა აჭარის ჩემპიონატი ვაჟთა და ქალთა შორის.
ტურნირი ჩატარდა წრიული სისტემით 7 ტურად, დროის კონტროლით 30 წუთი 30 წამის დამატებით.
რამოდენიმე დღიანი ორთაბრძოლის შემდეგ, 7-დან 6.5 ქულით I-II ადგილები გაიყვეს ნოდარ ლორთქიფანიძემ და ირაკლი ახვლედიანმა. ყველა დამატებითი მაჩვენებლის ტოლობის გამო, გამარჯვებული გამოვლინდა დამატებითი ტაიბრეიქის მეშვეობით, რომელშიც 1.5-ით 0.5 გამარჯვება საერთაშორისო ოსტატმა ნოდარ ლორთქიფანიძემ მოიპოვა!
ქალთა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა ანასტასია მახათაძემ.
ყველა მონაწილე დაჯილდოვდა ფასიანი საჩუქრებით, სამეული აგრეთვე – მედლებით და სიგელებით, ჩემპიონს კი თასთან ერთად საჩუქრად ნოუთბუქიც გადაეცა!
ტურნირის დახურვის ცერემონიაზე, აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა ქ-მა სალომე მელიამ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა კომპანია”ორბი ჯგუფის” დამფუძნებელს ბატონ ზაზა ზოიძეს და გენერალურ დირექტორს – ბატონ ირაკლი კვერღელიძეს საჭადრაკო ფესტივალის ჩასატარებლად ფართისა და ინვენტარის გამოყოფისთვის.
ტურნირის ფოტოკოლაჟი: