აჭარის ჩემპიონატი ელვისებურ ჭადრაკში
ვაჟთა და ქალთა შორის

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 3 დეკემბერს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში, აჭარის ჩემპიონატი ელვისებურ ჭადრაკში ვაჟთა და ქალთა შორის გაიმართება!

ჩემპიონატი ჩატარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული სისტემით 7 ტურად. აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი.
ტურნირში ფიდე-ს რეიტინგის დათვლა განისაზღვრება მონაწილეთა რეგისტრაციის დასრულების შემდეგ.

დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 5 წუთი პარტიის ბოლომდე, თითოეულ
სვლაზე 2 წამის დამატებით.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 03 დეკემბრის 16:00 საათამდე.

მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ შემდეგი ანკეტა:
https://forms.gle/V4CPceHdgS3YcP2a6

საკონტაქტო ტელ: 599 069497

ტურნირის განრიგი:
ტურნირის გახსნა – 3 დეკემბერი 17:30 სთ.
1 ტური – 18:00 სთ. ყოველი მომდევნო ტური დაიწყება თითოეული ტურის დასრულების
შემდეგ.

გამარჯვებულები: – I, II, III საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები, როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის, ფულად პრიზებთან ერთად, დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით, ხოლო ჩემპიონები აგრეთვე თასით.

ვაჟთა შორის: ქალთა შორის:
I ადგილი – 150 I ადგილი – 150
II ადგილი – 130 II ადგილი – 130
III ადგილი – 120 III ადგილი – 120

ტურნირში ასევე გათამაშდება საჭადრაკო ვიქტორინა და გამარჯვებულებს გადაეცემა ფასიანი საჩუქრები.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია