აჭარის ჩემპიონატის გამარჯვებულები გამოვლინდნენ!

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით,  2-6 მარტს, ქ. ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში  გაიმართა აჭარის ჩემპიონატები 8,12 და 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

ტურნირები შვეიცარული სისტემით, 7 ტურად ჩატარდა. დროის კონტროლი: 30 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველივე სვლიდან 30 წამის დამატებით. აღსანიშნავია, რომ სამივე კატეგორიაში ჯამში მონაწილეობდა 83 მოჭადრაკე. 16 წლამდე ჩემპიონატში ითვლებოდა ფიდეს რეიტინგი.

8 წლამდე ჭაბუკთა შორის გამარჯვებულები:

  1. ალექსანდრე კალანდაძე (მწვრთნელი: ბადრი ბოლქვაძე/ბათუმი) 7 ქულა.
  2. ილია აბულაძე (მწვრთნელი: ნათია ვაჩეიშვილი/ბათუმი) 6 ქულა.
  3. საბა სარჯველაძე (მწვრთნელი: ამირან მჟავანაძე/ქობულეთი) 5 ქულა.

8 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებულები:

  1. ანასტასია მელაძე (მწვრთნელი: იამზე ბოლქვაძე/ხულო) 4 ქულა.
  2. ნინო ბოლქვაძე (მწვრთნელი: ლია თედორაძე/ქედა) 3.5 ქულა.
  3. ნიტა მემიაძე (მწვრთნელი: ეთერ თურმანიძე/ბათუმი) 3.5 ქულა.

12 წლამდე ჭაბუკთა შორის გამარჯვებულები:

  1. შოთა ცეცხლაძე (მწვრთნელი: ნინო კეკელიძე/ბათუმი) 6 ქულა.
  2. გიორგი გოგიაშვილი (მწვრთნელი: ალექსი ტერ-კარაპეტიანი/ბათუმი) 5.5 ქულა.
  3. მარკ კამაროუსკი (მწვრთნელი: ბადრი ბოლქვაძე/ბათუმი) 5.5 ქულა.

12 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებულები:

  1. მარიამ კალანდაძე (მწვრთნელი: თენგიზ დიდმანიძე/ბათუმი) 7 ქულა.
  2. მაგდა ცეცხლაძე (მწვრთნელი: იამზე ბოლქვაძე/ხულო) 5 ქულა.
  3. ანანო ხიმშიაშვილი (მწვრთნელი: ემზარ კეკლიძე/შუახევი) 4 ქულა.

16 წლამდე ჭაბუკთა შორის გამარჯვებულები:

  1. გიორგი ჭანტურია (მწვრთნელი: მარიკა ჯაფარიძე/ბათუმი) 5 ქულა.
  2. გიორგი გოგიაშვილი (მწვრთნელი: ალექსი ტერ-კარაპერიანი) 5 ქულა.
  3. ანრი ტაკიძე (მწვრთნელი: ლეონიდ ნეურონოვი/ბათუმი) 4 ქულა.

16 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებულები:

  1. კესარია მგელაძე (მწვრთნელი: ნოდარი ლორთქიფანიძე/ბათუმი) 6 ქულა.
  2. მარიამ ცეცხლაძე (მწვთნელი: დავით მაღალაშვილი/ბათუმი) 5.5 ქულა.
  3. ლიზი ქონიაძე (მწვრთნელი: ლეონიდ ნეურონოვი/ბათუმი) 4.5 ქულა.

გამარჯვებულები: – I, II, III  საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები აჭარის  ჭადრაკის ფედერაციის მიერ დაჯილდოვდნენ მედლებით  და დიპლომებით, ხოლო ჩემპიონები აგრეთვე თასით  და  მივლინებული იქნებიან   ქ. თბილისში შესაბამისი  ასაკის  2022 წლის  საქართველოს  ჩემპიონატზე.

ტურნირის დახურვის ცერემონიაზე, აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ქ-ნ თამრიკო მესხიძეს და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მთელს გუნდს ღონისძიების მხარდაჭერისა და მოჭადრაკეების ხელშეწყობისთვის.