აჭარის ჩემპიონატები 8,12,16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 1-5 მარტს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში, აჭარის ჩემპიონატები 8,12 და 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართება.

ჩატარების სისტემა:

ჩემპიონატი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული სისტემით 7 ტურად.

ტურნირში ფიდე-ს რეიტინგის დათვლა განისაზღვრება მონაწილეთა რეგისტრაციის დასრულების შემდეგ.

დროის კონტროლი: 45 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.

მონაწილენი:

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი ჭაბუკები და გოგონები აჭარის ყველა რაიონიდან.

  • 8 წლამდე შორის – 2015 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულნი;
  • 12 წლამდე შორის – 2011 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულნი;
  • 16 წლამდე შორის – 2007 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულნი;

რეგისტრაცია:

მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ შემდეგი ანკეტა:
https://forms.gle/5Tqc8uqdHE1t1vvu7

ასევე, უნდა გადმოაგზავნონ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის 2023 წლის საწევროს
გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი ელ. ფოსტაზე –

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ანგარიშის № GE95BG0000000363099200 ”საქართველოს ბანკი”.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 28 თებერვლის 18:00 საათი.

რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ დაარეგისტრიროს მოჭადრაკე, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.

ტურნირის განრიგი:

ტურიდღესაათი
ჩამოსვლის დღე28 თებერვალი
ტურნირის გახსნა1 მარტი12:00
I     ტური1 მარტი13:00
II    ტური2 მარტი12:00
III   ტური2 მარტი15:00
IV ტური3 მარტი12:00
V    ტური4 მარტი12:00
VI   ტური4 მარტი15:00
VII   ტური5 მარტი12:00
დახურვა5 მარტი15:00

საერთო წესები:

ტურის დაწყებიდან 30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება
წაგება.
პარტიის მსვლელობისას მობილურის დარეკვის შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.

ნებისმიერ მონაწილეს უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება
სააპელაციო კომიტეტში, რომელიც არჩეული იქნება აჭარის ჩემპიონატის გახსნის
ცერემონიაზე მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად აჭარის ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან
დაუბრუნდება.

გამარჯვებულები:

I, II, III საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით, ხოლო აჭარის 8,12,16 წლამდე ასაკის ჩემპიონი ჭაბუკი და გოგონა დაჯილდოვდება აგრეთვე თასით და მივლინებული იქნება ქ. თბილისში შესაბამისი ასაკის 2023 წლის საქართველოს ჩემპიონატზე.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია
მთავარი მსაჯი: ფიდეს არბიტრი ლეონიდ ნეურონოვი