აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 22 აპრილს, ქ.ბათუმის სასპორტო სკოლის დარბაზში სტარტი აიღო აჭარის ჩემპიონატმა 10,14 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის!
ტურნირები ტარდება 7 ტურად, 10 წლამდე გოგონათა შორის წრიული, ხოლო სხვა კატეგორიებში შვეიცარული სისტემით. დროის კონტორლი: 60 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველივე სვლიდან 30 წამის დამატებით.
ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობს 54 მოჭადრაკე.
ყველა ასაკობრივ კატეგორიაში, როგორც ჭაბუკთა, ასევე გოგონათა შორის, საუკეთესო სამეული დაჯილდოვდება მედლებით და დიპლომებით, ხოლო აჭარის ჩემპიონები – თასით და მივლინებული იქნება ქ. თბილისში 2021 წლის შესაბამისი ასაკის მოჭადრაკეთა საქართველოს ჩემპიონატზე.
კოვიდ – 19 -თან დაკავშირებით სათამაშო სივრცეში უზრუნველყოფილია: დეზობარიერი, სადეზინფექციო ხსნარი, პირბადე და თერმო სკრინინგის კონტროლი. ყოველი ტურის დასრულების შემდეგ ტარდება საჭადრაკო ინვენტარის, მაგიდების და კარებების სახელურების დეზინფიცირება.