აჭარის ღია ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შორის

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 3 დეკემბერს, ონლაინ პლატფორმაზე www.chess.com შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შორის აჭარის ღია ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში გაიმართება!

მონაწილენი: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი მოჭადრაკეები.

მონაწილეობისთვის შესავსები სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/4tBtg9xiSW7UhLnX6

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 3 დეკემბრის 14:00 საათი.

ტექნიკური შეხვედრა გაიმართება 3 დეკემბერს 14:30 სთ.-ზე პროგრამა ზუმის მეშვეობით. შესაბამისი ლინკი დაიდება 14:00 სთ.-ზე ამავე სტატიაში. I ტური დაიწყება 15:00 სთ.-ზე.

ტურნირი ტარდება ონლაინ რეჟიმში, ფიდეს წესებით, წრიული სისტემით 7 ტურად.
მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით ორგანიზატორის უფლება აქვს შეცვალოს ტურნირის
სისტემა და ტურთა რაოდენობა.

დროის კონტროლი:
თითოეულ მონაწილეს მიეცემა 10 წუთი 5 წამის დამატებით პირველივე სვლიდან.

გამარჯვებულები:

I, II, III  ადგილზე  გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან  ელექტრონული დიპლომებით და გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია
(საქონტაქტო ნომერი: 599 06 94 97)