გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, 8 მაისიდან სტარტს აიღებს “World Chess”-ის მიერ ორგანიზებული მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკე ქალებით დაკომპლექტებული არმაგედონ-ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში.
მსოფლიოს 8 მოჭადრაკე ქალი ერთმანეთს ოლიმპიური სისტემით შეეჯიბრება.
აღსანიშნავია, რომ მონაწილეთა შორისაა ქართველი ნანა ძაგნიძეც.
თითოეული მატჩი 2 პარტიისგან შედგება, დროის კონტროლი:3 წუთი+2 წამის დამატებით.
ნანა ძაგნიძე 9 მაისს იასპარეზებს და მისი მეტოქე ბიბისარა ასუბაევა იქნება.
თამაშები საქართველოს დროით 21:00 საათზე დაიწყება.
მონაწილეთა სია:
- ბიბისარა ასუბაევა (ყაზახეთი; 2461)
- ალექსანდრა კოსტენიუკი (შვეიცარია; 2453)
- კონერუ ჰამპი (ინდოეთი;2448)
- ნანა ძაგნიძე (საქართველო; 2416
- .სარა ხადემი (ირანი; 2417)
- გუნაი მამაზადა (აზერბაიჯანი; 2408)
- ალინა კაშლინსკაია (პოლონეთი; 2382)
- .ელიზაბეტ პეტცი (გერმანია; 2342)
ღონისძების განრიგი: