საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 2 თებერვალს, ქ. ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში, სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა 9, 11, 13 და 15 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის.
ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად, რომელშიც საქართველოს ყველა რეგიონის 278 მოჭადრაკეა წარმოდგენილი. მათ შორის აჭარიდან მონაწილეობს 14 სპორტსმენი:
- ცეცხლაძე შოთა (15 წლამდე ჭაბუკთა შორის)
 - დიასამიძე რატი (13 წლამდე ჭაბუკთა შორის)
 - დოლიძე შოთა (13 წლამდე ჭაბუკთა შორის)
 - გოგუაძე სანდრო (13 წლამდე ჭაბუკთა შორის)
 - მახარაძე დემეტრე (13 წლამდე ჭაბუკთა შორის)
 - ქედელიძე ანეტა (13 წლამდე გოგონათა შორის)
 - აბულაძე ილია (11 წლამდე ჭაბუკთა შორის)
 - გოგუაძე მარიამ (11 წლამდე გოგონათა შორის)
 - მელაძე ანასტასია (11 წლამდე გოგონათა შორის)
 - ბასილაძე ანდრია (9 წლამდე ჭაბუკთა შორის)
 - სხვიტარიძე დანიელ (9 წლამდე ჭაბუკთა შორის)
 - ცინცაძე ანდრია (9 წლამდე ჭაბუკთა შორის)
 - ცინცაძე თევდორე (9 წლამდე ჭაბუკთა შორის)
 - სოსელია ევა (9 წლამდე გოგონათა შორის)
 
ტურნირში გამარჯვებული I და II ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან ევროპისა და მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატებზე, შესაბამის ასაკებში.
ღონისძიების ფოტოკოლაჟი:



