აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 8 მარტს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის ქეთევან მუხაშარიას მემორიალი გაიმართა.
ჩატარების სისტემა:
ჩემპიონატი ჩატარდა 2 კატეგორიად:
კატეგორია A: ქალთა ტურნირი;
კატეგორია B: ბლიც ტურნირი 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
დროის კონტროლი: ორივე კატეგორიაში თითოეულ მონაწილეს მიეცა 5 წუთი პარტიის ბოლომდე, თითოეულ სვლაზე 5 წამის დამატებით;
ღონისძეიბაში ჯამში 40-მდე მონაწილე ასპარეზობდა. ქალთა კატეგორია ჩატარდა წრიული სისტემით 5 ტურად, ხოლო 16 წლამდე ღია კატეგორია – შვეიცარული სისტემით 7 ტურად.
ორივე კატეგორიაში I, II, III საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ მედლებით, დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით, ხოლო ჩემპიონები აგრეთვე თასით.
ქალთა ტურნირის საბოლოო შედეგები:
- ნესტან მახაჭაძე
- ეთერ თურმანიძე
- მედეა ბიბილეიშვილი
- თალიკო გაბეჩავა
- ანა ნიკოლაიშვილი
- დარეჯან დიასამიძე
16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის გამარჯვებული სამეული:
- დემეტრე გოგიაშვილი
- შოთა ცეცხლაძე
- შოთა დოლიძე
ღონისძიების ფოტოკოლაჟი:
![](https://acf.ge/wp-content/uploads/2024/03/418515943_421260787134935_2557715514581738354_n-1024x986.jpg)
![](https://acf.ge/wp-content/uploads/2024/03/419744191_940804870769338_101162741850245452_n-1024x893.jpg)
![](https://acf.ge/wp-content/uploads/2024/03/418985467_3588684764677503_6525097692575660431_n-676x1024.jpg)