25 ოქტომბერს, კუნძულ მენზე სტარტს აიღებს საჭადრაკო სამყაროში ერთ-ერთი პრესტიჟული ტურნირი ‘FIDE Grand Swiss And Women’s Grand Swiss 2023’.
შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 11 ტურად და ორ ტურნირად გაიმართება: ღია და ქალთა შორის.
ორივე ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი 600 000 $ შეადგენს.
ღია ტურნირში 114 მონაწილე იასპარეზებს, რომელთა რიგებშიც 106 დიდოსტატია. ქალთა ტურნირიში კი 50 მონაწილე ჩაებმება, სადაც 43 დიდოსტატია.
ორივე ტურნირში I-II ადგილზე გასული მოჭადრაკე მსოფლიო პირველობის პრეტენდენტთა შეჯიბრის საგზურით დაჯილდოვდება.
წლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შეჯიბრზე ორი ქართველი მოჭადრაკე ასპარეზობენ: ნინო ბაციაშვილი და ლელა ჯავახიშვილი.