7 აპრილიდან 1 მაისამდე ასტანაში მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩი იმართება.
ტიტულისთვის ბრძოლა 14 მატჩით ტარდება, დროის კონტროლი: 120 წუთი პირველი 40 სვლისთვის, შემდეგ 60 წუთი მომდევნო 20 სვლისთვის და შემდეგ 15 წუთი თამაშის ბოლომე. 61-ე სვლიდან დაწყებულ თითო სვლაზე 30 წამის დამატებით.
2022 წლის 31 ოქტომბერს, მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა მაგნუს კარლსენმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ის არ დაიცავს თავის ტიტულს, როგორც კლასიკის მსოფლიო ჩემპიონი თავისი კონკურენტის მსოფლიოს ნომერ მესამე იან ნეპომნიაშის წინააღმდეგ . კანდიდატთა ტურნირის მეორეადგილოსანმა ჩინელმა დიდოსტატმა დინგ ლირენმა მიიღო მოულოდნელი შესაძლებლობა ეთამაშა საჭადრაკო სამყაროში უმაღლესი აღიარებისთვის.
9 ტურის შემდეგ ნეპომნიაში ინარჩუნებს უპირატესობას 5:4
მეათე თამაში კვირას, 23 აპრილს, ასტანას დროით 15:00 საათზეა დაგეგმილი.