საზეიმოდ გაიხსნა!

მსოფლიოს ხუთგზის და  ცხრაგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ოთხი საჭადრაკო ოსკარის მფლობელის მაია ჩიბურდანიძის საჭადრაკო აკადემია საზეიმოდ გაიხსნა დიდ დიღომში.

აკადემია დიდი დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს N32-ში გაიხსნა და  სწავლება ლეგენდარული ჩემპიონის საავტორო პროგრამით წარიმართება. 

აკადემიის გახსნასთან ერთად საჭადრაკო ფესტივალი ‘მაიას თასიც’ გაიხსნა რომელიც ტრადიციულია და 2004 წლიდან იმართება.

ფესტივალის ფარგლებში 4 ტურნირი გაიმართება და 5 ქვეყნის 150-მდე მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას.  ოთხივე ტურნირის საპრიზო ფონდი 20 000 ლარს შეადგენს.