ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ბსუ-ს თასი – 2020“ გაიმართა. ტურნირი ჩატარდა ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტის, პირველი თანრიგოსანი მოჭადრაკის ლიკა ამყოლაძის ინიციატივით, ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით.
ტურნირი ორ დღეს გრძელდებოდა და მასში სხვადასხვა ფაკულტეტის 32 სტუდენტი მონაწილეობდა. საპრიზო ადგილები ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა მოიპოვეს:
l ადგილი – თედო ბოლქვაძე
ll ადგილი – მამუკა ქოჩაკიძე
lll ადგილი – თენგო დიდმანიძე