7- დან 15 სექტემბრის ჩათვლით ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში გაიმართა აჭარის ჩემპიონატი ქალთა და მამაკაცთა შორის – ,,ისიდორე გოგეშვილის თასი’’.
ტურნირი გაიმართა წრიული სისტემით ქალთა შორის 11 და მამაკაცთა შორის 9 ტურად. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატში წარმოდგენილნი იყვნენ აჭარის ყველა რაიონის მოჭადრაკეები. ძალა მოსინჯეს და პაექრობაში ტოლი არ დაუდეს ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებმაც.
ტურნირის ყველა მონაწილეს გადაეცა სამახსოვრო საჩუქრები.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისა და ხელვაჩაურის პურ-პროდუქტების დახმარებით ტურნირი მაღალ დონეზე ჩატარდა.
გამოვლინდნენ გამარჯვებულები ქალთა და მამაკაცთა შორის:
I თინათინ ბერიძე – ბათუმი
II ნინო კეკელიძე – შუახევი
III ნაზი მახათაძე – ბათუმი
I თენგიზ დიდმანიძე – ბათუმი
II თედო ბოლქვაძე – ბათუმი
III ბადრი ბოლქვაძე – ქედა