აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 31 იანვარს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში, ღია რეიტინგ ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში “ACF CUP 2026” გაიმართა.
ტურნირის ფინანსური მხარდამჭერი აჭარის სპორტის დეპარტამენტი.
ჩემპიონატი ჩატარდა 4 კატეგორიაში:
- A – ღია ტურნირი;
- B – ღია ტურნირი 12 წლამდე;
- C – ღია ტურნირი 10 წლამდე;
- D – ღია ტურნირი 8 წლამდე.
A კატეგორია გაიმართა ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად. დროის კონტროლი: 3 წუთი 2 წამის დამატებით. დაითვალა ელვისებური ჭადრაკის რეიტინგი.
B,C,D კატეგორია გაიმართა ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად. დროის კონტროლი: 5 წუთი 3 წამის დამატებით.
ღონისძიებაში 84 სპორტსმენი მონაწილეობდა.
A – ღია ტურნირის გამარჯვებულნი:
- რუხაძე ალექსანდრე (9-დან 7.5 ქულა)
- ბოლქვაძე თედო (9-დან 7 ქულა)
- ქამადაძე ზვიადი (9-დან 7 ქულა)
ქალთა ნომინაციის გამარჯვებული – კარიმოვა ანტონინა (9-დან 5 ქულა)
B – ღია ტურნირის 12 წლამდე გამარჯვებულნი:
გოგონათა შორის ნომინაციის გამარჯვებული – გოგუაძე მარიამი (7-დან 5 ქულა)
C – ღია ტურნირის 10 წლამდე გამარჯვებულნი:
- სხვიტარიძე დანიელი (7-დან 6.5 ქულა)
- ცინცაძე თევდორე (7-დან 6 ქულა)
- ფუტკარაძე დავითი (7-დან 4.5 ქულა)
გოგონათა შორის ნომინაციის გამარჯვებული – სოსელია ევა (7-დან 5 ქულა)
D – ღია ტურნირის 8 წლამდე გამარჯვებულნი:
- სადოვსკი ტიხონ (7-დან 7 ქულა)
- რიჟოვ ტიმურ (7-დან 5 ქულა)
- ნაგერვაძე ელისაბედ (7-დან 3 ქულა)
გოგონათა შორის ნომინაციის გამარჯვებული – შაინიძე ნატა (7-დან 6 ქულა)
ღონისძიების ფოტოკოლაჟი:



