31 მარტიდან, საბერძნეთის კუნძულ როდოსზე ევროპის ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატი მიმდინარეობს.
ტურნირი შვეიცარიული სისტემით 11 ტურად იმართება, დროის კონფტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამტებით.
აღსანიშნავია, რომ I-X ადგილზე გასული მონაწილეები მსოფლიო თასის საგზურს მოიპოვებენ.
ღონისძიებაში 34 ქვეყნის 136 მოჭადრაკე მონაწილეობს.
9 ტურის შემდეგ ქართველთა მონაგარშია:
- ლელა ჯავახიშვილი (9-დან 6.5 ქულა)
- ანასტასია კირთაძე (9-დან 6 ქულა)
- ბელა ხოტენაშვილი (9-დან 6 ქულა)
- მერი არაბიძე (9-დან 6 ქულა)
- ნინო ბაციაშვილი (9-დან 5.5 ქულა)
- ინგა ხურცილავა (9-დან 5.5 ქულა)
- კესარია მგელაძე (9-დან 5 ქულა)
- ნია დონღვანი (9-დან 4.5 ქულა)
- ლილე ქორიძე (9-დან 4 ქულა)
- მარიამ ცეცხლაძე (9-დან 3.5 ქულა)