საქართველოს ჩემპიონატი 8, 10 და 12 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის დასავლეთ ზონის პირველი ლიგა

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 13-17 მარტს, ფოთში საქართველოს ჩემპიონატი 8, 10 და 12 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართება.

ჩატარების ვადები და ადგილი:
13.03-17.03. 2025 წ. ქ. ფოთი, საჭადრაკო კლუბი “ნანა”, ჭანტურიას ქ. 2.

მონაწილენი:
ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:
8 წლამდე – 2017 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
10 წლამდე – 2015 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
12 წლამდე – 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს.

ყველა მონაწილეს უნდა ჰქონდეს გადახდილი 2025 წლის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის
წლიური საწევრო შესატანი (დანართი 1) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო
ანგარიშზე. ასევე, შევსებული ელექტრონული ფორმა – https://forms.gle/ZGdjH68jACZ7R5v28
სამივლინებო ხარჯებს გაიღებენ მიმავლინებელი ორგანიზაციები.

სისტემა და კვალიფიკაცია:

ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 7 ტურად.

დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 50 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 10 წამის დამატებით.

რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა –
https://forms.gle/7Zeyv2uZdzN8Sr6f6

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2025 წლის 12 მარტი 18:00 საათი.

ელ-ფოსტა –

თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია – 40 ლარი.

ა(ა)იპ ფოთის საჭადრაკო კლუბი ნანა.
სს “საქართველოს ბანკი”, საბანკო ანგარიში: GE16BG0000000588967256

ტურნირის განრიგი:

გამარჯვებულები:

1-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებითა და დიპლომებით.

თითოეულ ტურნირში 1–5 ადგილზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ შესაბამისი ასაკის
უმაღლესი ლიგის საგზურებს.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა.
მთავარი მსაჯი: ფიდეს არბიტრი – გოჩა ჩაჩუა.