სტარტი აიღო საქართველოს ქალთა 82-ე და ვაჟთა 84-ე ჩემპიონატმა

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 3 თებერვალს, სასტუმრო “ბილტმორში” საქართველოს ქალთა 82-ე და ვაჟთა 84-ე ჩემპიონატი დაიწყო.

ჩემპიონატები წრიული სისტემით, 10 მონაწილეს შორის 9 ტურად იმართება.

აღსანიშნავია, რომ ქალთა შორის 10-დან 4 მონაწილე აჭარის რეგიონიდან არის: მირანდა მიქაძე, კესარია მგელაძე, მარიამ კალანდაძე და მარიამ ცეცხლაძე. ვაჟთა შორის კი გაიოზ ნიგალიძე მონაწილეობს.

ვაჟთა შორის წილისყრის შედეგად მონაწილეები შემდეგნაირად განაწილდნენ:

  1. მიხეილ მჭედლიშვილი (2568);
  2. ნიკოლოზ პეტრიაშვილი (2450);
  3. გაიოზ ნიგალიძე (2378);
  4. ლევან ფანცულაია (2522);
  5. ლუკა პაიჭაძე (2532);
  6. გიგა ყუფარაძე (2539);
  7. თორნიკე სანიკიძე (2442);
  8. ნოე თუთისანი (2439)
  9. ნიკოლოზ კაჭარავა (2526);
  10. მერაბ გაგუნაშვილი (2541).

ქალთა შორის წილისყრის შედეგად მონაწილეები შემდეგნაირად განაწილდნენ:

  1. მირანდა მიქაძე (2133);
  2. ალექსანდრა ვახანია (2062);
  3. ბელა ხოტენაშვილი (2419);
  4. მარიამ ცეცხლაძე (2080);
  5. კესარია მგელაძე (2219);
  6. მარიამ კალანდაძე (1987);
  7. ნანა ძაგნიძე (2518);
  8. ანასტასია კირთაძე (2218);
  9. მერი არაბიძე (2457);
  10. ინგა ხურცილავა (2171);

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან:

I ადგილზე გასული მოჭადრაკე დასახელდება საქართველოს ნაკრების წევრობის კანდიდატად. I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე. I-III ადგილზე გასული მოჭადრაკე დაიშვებიან 2026 წლის საქართველოს უმაღლეს ლიგაში. I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასით, მედლით და დიპლომით.

I-VIII ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით.
საპრიზო ფონდი: 30000 ლარი.