სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა 9,11,13 და 15 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 2 თებერვალს, ქ. ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში, სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა 9, 11, 13 და 15 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის.

ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად, რომელშიც საქართველოს ყველა რეგიონის 278 მოჭადრაკეა წარმოდგენილი. მათ შორის აჭარიდან მონაწილეობს 14 სპორტსმენი:

  • ცეცხლაძე შოთა (15 წლამდე ჭაბუკთა შორის)
  • დიასამიძე რატი (13 წლამდე ჭაბუკთა შორის)
  • დოლიძე შოთა (13 წლამდე ჭაბუკთა შორის)
  • გოგუაძე სანდრო (13 წლამდე ჭაბუკთა შორის)
  • მახარაძე დემეტრე (13 წლამდე ჭაბუკთა შორის)
  • ქედელიძე ანეტა (13 წლამდე გოგონათა შორის)
  • აბულაძე ილია (11 წლამდე ჭაბუკთა შორის)
  • გოგუაძე მარიამ (11 წლამდე გოგონათა შორის)
  • მელაძე ანასტასია (11 წლამდე გოგონათა შორის)
  • ბასილაძე ანდრია (9 წლამდე ჭაბუკთა შორის)
  • სხვიტარიძე დანიელ (9 წლამდე ჭაბუკთა შორის)
  • ცინცაძე ანდრია (9 წლამდე ჭაბუკთა შორის)
  • ცინცაძე თევდორე (9 წლამდე ჭაბუკთა შორის)
  • სოსელია ევა (9 წლამდე გოგონათა შორის)

ტურნირში გამარჯვებული I და II ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან ევროპისა და მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატებზე, შესაბამის ასაკებში.

ღონისძიების ფოტოკოლაჟი: