ღია რეიტინგ ტურნირი “ACF CUP 2025” -ის გამარჯვებულები

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 1 თებერვალს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში, ღია რეიტინგ ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში “ACF CUP 2025” გაიმართა.

A კატეგორია გაიმართა ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად. დროის კონტროლი: 3 წუთი 2 წამის დამატებით. დაითვალა ელვისებური ჭადრაკის რეიტინგი.

B კატეგორია გაიმართა ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად. დროის კონტროლი: 5 წუთი 2 წამის დამატებით.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში ჩართული იყო 61 სპორტსმენი, რომლებიც მონაწილობდნენ საქართველოს, უკრაინის, ყაზახეთის ფიდეს და ამერიკის სახელით.

A – ღია კატეგორიის გამარჯვებული სამეული:

  • I  ადგილი – მაკოვეევ ილია (9-დან 8.5 ქულა)
  • II  ადგილი – კოპილოვ ალექსანდერ (9-დან 8 ქულა)
  • III  ადგილი – ბოდნარუკ ქსენია (9-დან 6 ქულა)

I ადგილი ქალთა ნომინაციაში – მგელაძე კესარია (9-დან 6.5 ქულა)

B 12 წლამდე ღია კატეგორიის გამარჯვებული სამეული:

  • I   ადგილი – კალანდაძე ალექსანდრე (7-დან 6 ქულა)
  • II   ადგილი – ბალაძე მერაბი (7-დან 6 ქულა)
  • III   ადგილი – ცინცაძე თევდორე (7-დან 5.5 ქულა)

I ადგილი გოგონათა შორის – პანფილოვა ტომილა(9-დან 5 ქულა)

A ტურნირის გამარჯვებული სამეული და ქალთა ნომინაციაში გამოვლენილი საუკეთესო მოჭადრაკე დაჯილდოვდა დიპლომით, მედლითა და ფულადი პრიზით.

B ტურნირის გამარჯვებული სამეული და გოგონათა ნომინაციაში გამოვლენილი საუკეთესო მოჭადრაკე დაჯილდოვდა დიპლომით, მედლითა და ფასიანი საჩუქრით.

ტურნირის ფოტოკოლაჟი: