ღია რეიტინგ ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში “ACF CUP 2025”

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 1 თებერვალს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში, ღია რეიტინგ ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში “ACF CUP 2025” გაიმართება.

ტურნირის ფინანსური მხარდამჭერია აჭარის სპორტის დეპარტამენტი.

ჩემპიონატი ჩატარდება 2 კატეგორიაში:

  • A – ღია ტურნირი
  • B – ღია ტურნირი 12 წლამდე

ტურნირში მონაწილეობა შეუძლია საქართველოსა და მსოფლიოს ჭადრაკის ფედერაციის წევრ ყველა მოჭადრაკეს.

ტურნირის სათამაში წესები:

A კატეგორია გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად. დროის კონტროლი: 3 წუთი 2 წამის დამატებით. დაიტვლება ელვისებური ჭადრაკის რეიტინგი.

B კატეგორია გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად. დროის კონტროლი: 5 წუთი 2 წამის დამატებით.

რეგისტრაცია:

მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ შემდეგი ბმული:

https://forms.gle/1RyfXYxEuVoqCsj66

საკონტაქტო მობ: 558 410904
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2025 წლის 31 იანვრის 19:00 საათი.

ჩემპიონატში მონაწილეობისათვის მოჭადრაკეებს გადახდილი უნდა ჰქონდეთ
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წლიური საწევრო შესატანი საქართველოს
ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე: სს საქართველოს ბანკი
GE30BG0000000584705115

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრმა და გაწევრიანების მსურველმა 18 წლამდე
ასაკის პირებმა უნდა შეავსონ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა  https://forms.gle/vJGBfSvyoMGPpAgDA
ატვირთონ შესაბამისი დოკუმენტები (პასპორტის, პირადობის ან დაბადების მოწმობის
ასლი, წლიური საწევრო თანხის გადახდის ქვითარი).

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრმა და გაწევრიანების მსურველმა 19 წლის და
უფროსი ასაკის პირებმა უნდა გააგზავნონ წლიური საწევრო თანხის გადახდის ქვითარი
ელ-ფოსტაზე

სატურნირო შესატანი: 15 ლარი (უნაღდო ანგარიშწორებით).

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები: სს “საქართველოს ბანკი’’

ანგარიშის ნომერი: GE95BG 0000 000 3630 99200

ტურნირის განრიგი:

პრიზები:

A კატეგორიაში გამარჯვებული სამეული და ქალთა ნომინაციაში გამოვლენილი საუკეთესო მოჭადრაკე დაჯილდოვდება დიპლომით, მედლითა და ფულადი პრიზით.

  • I ადგილი – 150 ლ.
  • II ადგილი – 130 ლ.
  • III 100 ლ.
  • I ადგილი ქალთა ნომინაციაში – 100 ლ.

კატეგორიის გამარჯვებული ასევე დაჯილდოვდება თასით.

B კატეგორიაში გამარჯვებული სამეული და გოგონათა ნომინაციაში გამოვლენილი
საუკეთესო მოჭადრაკე დაჯილდოვდება დიპლომით, მედლითა და ფასიანი საჩუქრით. კატეგორიის გამარჯვებული ასევე დაჯილდოვდება თასით.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია
მთავარი მსაჯი: ეროვნული არბიტრი ალექსი ტერ-კარაპეტიანი