აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდამჭერით, 24 იანვარს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში, ღია ტურნირი ‘’დამწყები პაიკები’’ გაიმართა.
ჩემპიონატი 8 წლამდე ღია კატეგორიაში, ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად ჩატარდა. ტურნირში 18 მონაწილე ასპარეზობდა.
ღია ტურნირის გამარჯვებული სამეული:
- კოჩალიძე ალექსანდრე (7-დან 7 ქულა) მწვრთნელი – ბოლქვაძე იამზე
- ბოჭორიშვილი დემეტრე (7-დან 5.5 ქულა) მწვრთნელი – ლაჟევსკაია ჟანა
- ახვლედიანი თემო (7-დან 4 ქულა) მწვრთნელი – მახაჭაძე ნესტანი
გოგონათა შორის I ადგილი დაიკავა:
- შავაძე თათია (7-დან 5.5 ქულა) მწვრთნელი – მახაჭაძე ნესტანი
I, II, III საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ მედლითა და დიპლომით, I ადგილოსნებს ასევე გადაეცათ თასი. აღსანიშნავია, რომ ყველა მონაწილე დასაჩუქრდა სამახსოვრო სერთიფიკატით.
ღონისძიების ფოტოკოლაჟი: