საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 1-10 თებერვალს, საქართველოს ჩემპიონატი 9, 11, 13 და 15 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართება.
ჩატარების ვადები და ადგილი:
01.02-10.02. 2025 წ. ქ. ქუთაისი, თაბუკაშვილის ქ. 20.
მონაწილენი:
ტურნირებში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:
- 9 წლამდე – 2016 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
- 11 წლამდე – 2014 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
- 13 წლამდე – 2012 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
- 15 წლამდე – 2010 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
ყველა მონაწილეს უნდა ჰქონდეს გადახდილი 2025 წლის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის
წლიური საწევრო შესატანი (დანართი 1) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე
(სს “საქართველოს ბანკი” საბანკო ანგარიში: GE30BG0000000584705115). ასევე, შევსებული
ელექტრონული ფორმა – https://forms.gle/ZGdjH68jACZ7R5v28
სისტემა და კვალიფიკაცია:
ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად.
ფიდეს რეიტინგი დაითვლება 11, 13 და 15 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა ტურნირებში.
დროის კონტროლი:
ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე
(პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.
რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:
მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა –
https://forms.gle/kzEfkjXSo7gDwNzf6
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2025 წლის 28 იანვარი 18:00 სათი.
ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – მობ: 558 11 86 83
თითოეული მონაწილის სატურნირო საწევრო შესატანია – 40 ლარი.
სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანები განთავისუფლებულნი არიან ჩემპიონატის
საწევრო შესატანიდან, იმ შემთხვევაში, თუ ისინი რეგისტრაციის დასრულებამდე (28 იანვრის
18.00 საათამდე) წარმოადგენენ წერილობით განცხადებას შესაბამის დოკუმენტების
თანდართვით.
დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში ჩემპიონატის საწევრო შესატანია 80 ლარი.
რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ
დაარეგისტრიროს მოჭადრაკე, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.
ა(ა)იპ საჭადრაკო კლუბი “ქუთაისი”. საბანკო რეკვიზიტები:
სს “საქართველოს ბანკი” საბანკო ანგარიში: GE63BG0000000576120700. ბანკის კოდი
BAGAGE22
ტურნირის განრიგი:
გამარჯვებულები:
I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით და დიპლომებით.
II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.
I და II ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან მსოფლიოს და ევროპის სასკოლო
ჩემპიონატებზე შესაბამის ასაკებში. საქართველოს ჩემპიონებს ეძლევათ საგზურის არჩევის საშუალება.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – ალექსანდრე არსენიძე
ორგანიზატორთა საკონტაქტო ტელეფონი – 599 92–96–87