აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, ქ. ბათუმში, 14-15 დეკემბერს, საახალწლო ღია ბლიც-ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში გაიმართა.
ჩემპიონატი ჩატარდა ღია და 8,10,12 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებში. ასპარეზობაში ჯამში მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნის 140-მდე სპორტსმენი.
B, C, D კატეგორიები, 14 დეკემბერს მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში გაიმართა, A კატეგორიას კი, 15 დეკემბერს სასტუმრო ‘’იბის სტაილს’’-მა უმასპინძლა.
B,C,D კატეგორიები გაიმართა ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად, დროის კონტროლი: 5 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 5 წამის დამატებით.
A კატეგორია გაიმართა ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად, დროის კონტროლი: 3 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 2 წამის დამატებით. დაითვალა ფიდეს რეიტინგი ელვისებურ ჭადრაკში.
A კატეგორიის გამარჯვებულები (ღია):
- კოპილოვ ალექსანდრე (9-დან 8.5 ქულა)
- მაკოვეევ ილია (9-დან 8 ქულა)
- ახვლედიანი ირაკლი (9-დან 7.5 ქულა)
ქალთა ნომინაციის გამარჯვებული:
- მგელაძე კესარია (9-დან 6.5 ქულა)
ვეტერანთა ნომინაციის გამარჯვებული:
- აროშიძე მარინე (9-დან 4.5 ქულა)
შშმ პირთა ნომინაციის გამარჯვებული:
- ბოლქვაძე ბადრი (9-დან 5 ქულა)
B კატეგორიის გამარჯვებულები (12 წლამდე):
- შაინიძე ლაშა (7-დან 6.5 ქულა)
- თებიძე კახი (7-დან 6 ქულა)
- ნაკაშიძე ნინო (7-დან 5 ქულა)
გოგონათა შორის გამარჯვებული:
- პასტუშენკო ალინა (7-დან 5 ქულა)
C კატეგორიის გამარჯვებულები (10 წლამდე):
- აბულაძე ილია (7-დან 7 ქულა)
- კალანდაძე ალექსანდრე (7-დან 6 ქულა)
- კალინინ პეტრო (7-დან 5 ქულა)
გოგონათა შორის გამარჯვებული:
- გოგუაძე მარიამ (7-დან 4 ქულა)
D კატეგორიის გამარჯვებულები (8 წლამდე):
- ევდოკიმოვ იური (7-დან 6.5 ქულა)
- დადაევ ჰასან (7-დან 5.5 ქულა)
- ბალაძე დაჩი (7-დან 5 ქულა)
გოგონათა შორის გამარჯვებული:
- სოსელია ევა (7-დან 4 ქულა)
პრიზები:
A კატეგორიის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ: დიპლომით, მედლითა და ფულადი პრიზით, ჩემპიონს ასევე გადაეცა თასი.
- I ადგილი – 150 ლ.
- II ადგილი – 130 ლ.
- III ადგილი – 100 ლ.
ქალთა ნომინაციაში გამარჯვებული
- I ადგილი – 130 ლ.
საუკეთესო შედეგის მქონე ვეტერანი
- I ადგილი – 130 ლ.
საუკეთესო შედეგის მქონე შშმ პირი
- I ადგილი – 130 ლ.
8, 10 და 12 წლამდე ღია კატეგორიის გამარჯვებული სამეული დაჯილდოვდა დიპლომით, მედლითა და ფასიანი საჩუქრით, ჩემპიონს ასევე გადაეცემა თასი.
დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე, აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა სალომე მელიამ, სასტუმრო ”იბის სტაილს” ბათუმის გენერალურ მენეჯერს სოფიკო მეგრელიშვილს, მადლობის სიგელი გადასცა ჭადრაკის მხარდაჭერისა და პოპულარიზაციისათვის.
ღონისძიების დასრულების შემდეგ, სასტუმრო ”იბის სტაილსის” საკონფერენციო დარბაზში, ფედერაციის წესდების შესაბამისად, აჭარის ჭადრაკის ფედერაციის 2024 წლის საანგარიშო კონფერენცია გაიმართა. დამსწრე დელეგატებმა წარმატებულად შეაჯამეს მიმდინარე წელი და მომავალი წლისათვის ფედერაციის სპორტულ კალენდარს ახალი და საინტერესო პროექტები შემატეს. კონფერენციაზე განსაკუთრებით აღინიშნა სპორტის მესვეურთა მხარდაჭერა ფედერაციის მიმართ, ჭადრაკის სასახლის აშენების ისტორიული გადაწყვეტილება, ეროვნული ფედერაციის მიერ საჩუქრად გადმოცემული 70 ცალი უახლოესი მოდელის ელექტორნული საათის მნიშვნელობა აჭარაში ჭადრაკის განვითარებისათვის და ახალგაზრდა თაობის მიერ ბოლო პერიოდში მიღწეული წარმატებები: კესარია მგელაძემ, მარიამ კალანდაძემ და მარიამ ცეცხლაძემ, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე უკვე 4 მედლის მოპოვება შეძლეს.
ღონისძიების ფოტოკოლაჟი: