აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდამჭერით, 14-15 დეკემბერს, საახალწლო ღია ბლიც-ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში გაიმართება.
ჩატარების დრო და ადგილი:
- B, C, D კატეგორიები გაიმართება 14 დეკემბერს მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში. მის: ლეონიძის 15
- A კატეგორია გაიმართება 15 დეკემბერს, სასტუმრო ‘’იბის სტაილს’’-ში, მის: ლეხ და მარია კაჩინსკების 5B
ჩატარების სისტემა:
ჩემპიონატი ჩატარდება ღია და 8,10,12 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებში
- A) ღია ტურნირში მონაწილეობა შეუძლია ყველა მოჭადრაკეს
- B) 12 წლამდე ღია ტურნირში მონაწილეობა შეუძლია მოჭადრაკეებს დაბადებულნი 2012 წლის 1 იანვრიდან;
- C) 10 წლამდე ღია ტურნირში მონაწილეობა შეუძლია მოჭადრაკეებს დაბადებულნი 2014 წლის 1 იანვრიდან;
- D) 8 წლამდე ღია ტურნირში მონაწილეობა შეუძლია მოჭადრაკეებს დაბადებულნი 2016 წლის 1 იანვრიდან.
ტურნირის სათამაშო წესები:
A კატეგორია გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად, დროის კონტროლი: 3 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 2 წამის დამატებით. დაითვლება ფიდეს რეიტინგი ელვისებურ ჭადრაკში.
B,C,D კატეგორიები გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად, დროის კონტროლი: 5 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 5 წამის დამატებით.
თითოეულ მონაწილეს შეუძლია ტურნირის მხოლოდ 1 კატეგორიაში თამაში.
რეგისტრაცია:
მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ შემდეგი ბმული:
https://forms.gle/Ck9QYtxg3U5QmL96A
საკონტაქტო მობ: 599 069497
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2024 წლის 13 დეკემბრის 19:00 საათი.
რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში, ორგანიზატორს უფლება აქვს არ
დაარეგისტრიროს მოჭადრაკე, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.
ტურნირის განრიგი:
B, C, D კატეგორიები გაიმართება 14 დეკემბერს. ტურნირის გახსნა: 13:00 სთ. I ტური დაიწყება 13:30 საათზე, ყოველი მომდევნო კი მისი დასრულების შემდეგ. ტურნირის დახურვა გაიმართება 15 დეკემბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ‘’იბის სტაილს’’-ში, მის: ლეხ და მარია კაჩინსკების 5B
A კატეგორია გაიმართება 15 დეკემბერს, სასტუმრო ‘’იბის სტაილს’’-ში, მის: ლეხ და მარია კაჩინსკების 5B. I ტური დაიწყება 13:00 საათზე, ყოველი მომდევნო კი მისი დასრულების შემდეგ. ტურნირის დახურვა გაიმართება 17:00 საათზე.
სატურნირო შესატანი 10 ლარი (უნაღდო ანგარიშწორებით).
აჭარის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები: სს “საქართველოს ბანკი’’
ანგარიშის ნომერი: GE95BG 0000 000 3630 99200
პრიზები:
A კატეგორიის გამარჯვებული სამეული ა , მედლითა და ფულადი პრიზით, ჩემპიონს ასევე გადაეცემა თასი.
- I ადგილი – 150 ლ.
- II ადგილი – 130 ლ.
- III ადგილი – 100 ლ.
ქალთა ნომინაციაში გამარჯვებული დაჯილდოვდება დიპლომით, მედლითა და ფულადი პრიზით
- I ადგილი – 130 ლ.
საუკეთესო შედეგის მქონე ვეტერანი დაჯილდოვდება დიპლომით, მედლითა და ფულადი პრიზით
- I ადგილი – 130 ლ.
საუკეთესო შედეგის მქონე შშმ პირი დაჯილდოვდება დიპლომით, მედლითა და ფულადი პრიზით
- I ადგილი – 130 ლ.
8, 10 და 12 წლამდე ღია კატეგორიის გამარჯვებული სამეული დაჯილდოვდება დიპლომით, მედლითა და ფასიანი საჩუქრით, ჩემპიონს ასევე გადაეცემა თასი.
სამივე ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდება საუკეთესო გოგონა და მასაც გადაეცემა დიპლომი, მედალი და ფასიანი საჩუქარი.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია
მთავარი მსაჯი: ეროვნული არბიტრი ალექსი ტერ-კარაპეტიანი