ბრაზილიის ფლორიანპოლისში, 28 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით, მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატი 14,16 და 18 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის იმართება.
ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 11 ტურად ტარდება და მასში 62 ქვეყნის 527 მოთამაშე მონაწილეობს. ჩემპიონატზე საქართველოს სახელით 8 მოჭადრაკე ასპარეზობს, აქედან კი 3 აჭარის წარმომადგენელია.
14 წლამდე:
- კესარია მგელაძე (2166);
- თეკლა კოღუაშვილი (1877);
- ანდრია კვირიაშვილი (2077).
16 წლამდე:
- მარიამ ცეცხლაძე (2050);
- მარიამ კალანდაძე (2049);
- ნიკოლოზ შამათავა (2376).
18 წლამდე:
- ლუკა კილაძე (2227);
- მარიამ გვათუა (1794).
აღსანიშნავია, რომ ბათუმელი კესაია მგელაძე 14 წლამდე გოგონათა შორის სასტარტო სიის ლიდერია.
მეორე ტურის შემდეგ საქართველოს შედეგები:
- კესარია მგელაძე (2-დან 2 ქულა)
- თეკლა კოღუაშვილი (2-დან 2 ქულა)
- ანდრია კვირიაშვილი (2-დან 1.5 ქულა)
- მარიამ ცეცხლაძე (2-დან 1.5 ქულა)
- მარიამ კალანდაძე (2-დან 1 ქულა)
- ნიკოლოზ შამათავა (2-დან 1 ქულა)
- მარიამ გვათუა ( 2-დან 1 ქულა)
- ლუკა კილაძე (2-დან 1.5 ქულა)