გურამ ჭანტურიას მემორიალის გამარჯვებულები

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 27 ოქტომბერსმუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის გურამ ჭანტურიას მემორიალი გაიმართა.

ტურნირი ჩატარდა ელვისებურ ჭადრაკში 2 კატეგორიად: A – ღია და B – ღია 12 წლამდე, ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად. დროის კონტროლი: 5 წუთი 2 წამის დამატებით. ღონისძიებაში ჩართული იყო 100-ზე მეტი მოჭადრაკე.

ღია კატეგორიის გამარჯვებულები:

I – კოპილოვ ალექსანდრ

II – ნიგალიძე გაიოზი

III – ქამადაძე ზვიადი

ქალთა ნომინაციის გამარჯვებული:

I – ბოდნარუკ ქსენია

12 წლამდე ღია კატეგორიის გამარჯვებულები:

I – ქედელიძე ანეტა

II – ცინცაძე ცოტნე

III – აბულაძე ილია

გოგონათა ნომინაციის გამარჯვებულები:

I – სოსელია ევა

II – ბერიძე სოფო

III – პანფილოვა ტომილა

გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ: მედლით, დიპლომითა და თასით, ასევე, ღია კატოგორიაში დაწესებული იყო ფულადი ჯილდო, 12 წლამდე კატეგორიაში კი ფასიანი საჩუქრები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.